ჯეიმს აპატურაი - დიახ, ნატო-ს კარი ღიაა და საქართველოსთან მიმართებით ამ ცხად პოლიტიკას ქვეყანა სამიტის დოკუმენტშიც იხილავს, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება

დიახ, რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, ვინც ესწრაფვის ალიანსის წევრობას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

აპატურაის განმარტებით, საქართველოსთან მიმართებით ამ ცხად პოლიტიკას ქვეყანა სამიტის დოკუმენტშიც იხილავს, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება.

„დიახ, მე შემიძლია გაგცეთ ძალიან მოკლე პასუხი- დიახ, რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, ვინც ესწრაფვის ალიანსის წევრობას. ეს არის ცხადი პოლიტიკა და ცხადი პოლიტიკაა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და ვფიქრობ, ამას ნახავთ სამიტის დოკუმენტშიც, რომელიც ივნისის ბოლოს გამოვა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა ქვეყნებიც არის ევროპაში, რომლებიც პოტენციურად რისკის ქვეშ არიან. ამიტომ ჩვენ გვინდა ჩართულები ვიყოთ ასევე საქართველოში, რომელიც ცალსახად უკვე განიცდის დიდ სირთულეებს რუსეთის მხრიდან. საქართველოში უკვე ბევრი ნატო-ა, თუმცა გვინდა უფრო მეტი ნატო შემოვიტანოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. არის ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის იმპლემენტირებასაც მრავალი წლის განმავლობაში ვახორციელებთ, რომელიც შეიცავს ელემენტებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კიბერუსაფრთხოებას და ბევრი რამე უკვე გაკეთებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც. ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვაც გვსურს“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა