ალექსანდრე რაქვიაშვილი - პრობლემა ისაა, რომ ჩვენი კოლეგები არჩევნებს განიხილავენ როგორც მეორე მხარის განადგურების ინსტრუმენტს - “ნაცმოძრაობას” დასამტკიცებელი აქვს, რომ ადამიანებს ვადამდელი არჩევნები აღელვებთ

პრობლემა ისაა, რომ ჩვენი კოლეგები არჩევნებს განიხილავენ როგორც მეორე მხარის განადგურების ინსტრუმენტს - “ნაციონალურ მოძრაობას” დასამტკიცებელი აქვს, რომ ადამიანებს ეს [ვადამდელი არჩევნები] აღელვებთ,- ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ვადამდელი არჩევნების თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები.

ამასთან, როგორც რაქვიაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ბევრად მეტი პრობლემაა.

“ზოგადად, ვერ ვხედავ პრობლემას, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არჩევნები ტარდებოდეს. ეს ინგლისში, გერმანიაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ნორმალურია. უბრალოდ, პრობლემა ისაა, რომ ჩვენი კოლეგები არჩევნებს განიხილავენ როგორც მეორე მხარის განადგურების ინსტრუმენტს. სანამ მხოლოდ ასე განხილება ეს არჩევნები, ბევრი კითხვა ჩნდება. არ მგონია, რომ საზოგადოებაში ეს იდეა მხარდაჭერილია და “ნაციონალურ მოძრაობას” დასამტკიცებელი აქვს, რომ ადამიანებს ეს აღელვებთ. ჩვენს ქვეყანაში ამ მომენტში ბევრად მეტი პრობლემაა”,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ამასთან, ალექსანდრე რაქვიაშვილმა აქციების მოწოდებაზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიტინგი დემოკრატიულ ქვეყნებში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს არ არის იდეა, რისთვის ხალხი უნდა გამოვიდეს”.

“მიტინგები ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიაში. ვისაც უნდა, გამოვდიეს და დააფიქსიროს თავისი მოთხოვნა. მე მიტინგებში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ მაღელვებს ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს არ არის გარკვეული იდეა, რისთვის უნდა გამოვიდეთ. არჩევნები იქნება, თუ სხვა პოლიტიკური აქტი, ამას მიზანი უნდა ჰქონდეს, რომ უკეთესი ქვეყანა მივიღოთ. რა არის ეს უკეთესი ქვეყანა “ნაციონალური მოძრაობის” გადმოსახედიდან, გარდა იმისა, რომ მიშა უნდა იყოს თავისუფალი, ვერ ვხედავ. ბოლოს და ბოლოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა სხვა საკითხია და არ მგონია, ამის გამო დიდი მიტინგი შეიკრიბოს. არ მგონია, ეს მთავარი პოლიტიკური თემა იყოს”,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცვლილებების საჭიროებაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ “როცა მოქალაქეები ერთად დადგებიან და ხელს ჩაკიდებენ, ამას წინ ვერაფერი აღუდგება”.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი