რუმინეთის, სლოვენიის, მონტენეგროს, ხორვატიის და სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ

რუმინეთის, სლოვენიის, მონტენეგროს, ხორვატიის და სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილს უგზავნის:

“მჯერა, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობისთვის მყარი პოლიტიკური დიალოგის გამოყენებას შევძლებთ“, - წერს ბოგდან აურესკუ.

საქართველოს პირველი დიპლომატისადმი გაგზავნილ ოფიციალურ მიმართვაში, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჟე ლოგარი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და სლოვენიას მეგორული ურთიერთობები და კონსტრუქციული ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე სიარულს გააგრძელებს და ქართველი ხალხის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის რეფორმებს განახორციელებს.

თავის მიმართვაში, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯორჯე რადულოვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება. მონტენეგროს პირველი დიპლომატი მისალოც წერილში ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მონტენეგროს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.

ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნას ასევე ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, გორდან გრლიჩ რადმანიც ულოცავს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მისალოც წერილში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა სელაკოვიჩი წერს: „მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ხელს შევუწყობთ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი