უკრაინის გენშტაბი - რუსეთი ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავს

ხერსონის ოლქში რუსი დამპყრობლები უკრაინასთან ომისთვის მოსახლეობის იძულებითი მობილიზაციის ორგანიზებას გეგმავენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ამავდროულად, რუსმა ოკუპანტებმა განიზრახეს, მთლიანად შეაჩერონ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერა. რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მოსახლეობის ტერორი გრძელდება.

ხერსონის ოლქის სოფელ ზოლოტა ბალკაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „მწვანე დერეფნები“ აღარ იქნება და აუკრძალეს ხალხს დასახლების დატოვება. გარდა ამისა, მათ გააფრთხილეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მათი პოზიციების დაბომბვის შემთხვევაში, რუსი დამპყრობლები დასახლების დაბომბვას დაიწყებენ. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ბინების პატრულირებას და ჩხრეკას,“- ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების ოთხი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ფრთოსანი რაკეტა.

ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოწინააღმდეგის 9 შეტევა მოიგერიეს.

„უკრაინულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს ერთი ტანკი, ათი ჯავშანტექნიკა და ორი მანქანა, ერთი საარტილერიო სისტემა, ორი სპეციალური საინჟინრო ქვედანაყოფი, საზენიტო-სარაკეტო სისტემა და მტრის საბრძოლო მასალის საცავი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა