ანა ბუჩუკური - ის, რომ მიხეილ სააკაშვილის თუ „ნაციონალური მოძრაობის" მოწოდების შედეგად, 200 000 ადამიანი გამოვა და ხელისუფლებას შეცვლიან, არასერიოზულია

ჩვენს საზოგადოებას ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ არა რევოლიციური სცენარებით, არამედ არჩევნების გზით სურს ხელისუფლების ცვლილება. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის თუ „ნაციონალური მოძრაობის" მოწოდების შედეგად, 200 000 ადამიანი გამოვა და ხელისუფლებას შეცვლიან, არასერიოზულია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როცა საზოგადოებაში არსებულ მუხტზე ვსაუბრობთ, უნდა გაიმიჯნოს საპროტესტო და უკმაყოფილების მუხტი.

„საპროტესტო აქციებზე ადამიანების რაოდენობას პოლიტიკური პარტია არ და ვერ განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითისთვის, უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე რა რაოდენობის ადამიანებიც გამოვიდნენ, ეს პოლიტიკოსების მოწოდების შედეგად არ მომხდარა, მათ ჰქონდათ ეს უკრაინის მუხტი მხარდაჭერის და მათ შორის, ამ ადამიანთა რაოდენობა განსაზღვრა ღარიბაშვილის სამარცხვინო განცხადებებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბევრჯერ მოგვისმენია, რომ ძალიან დიდი საპროტესტო აქციით შეცვლიდნენ ხელისუფლებას, ეს ასე არ ხდება, გავიხსენოთ საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორია. რაც შეეხება განწყობებს, მუნიციპალურმა არჩევნების შედეგად, 8 თუ 7 მუნიციპალიტეტში ხალხმა „ქართული ოცნება" გაუშვა ოპოზიციაში, ამასთან, ისინი მესამე ვადით არიან ხელისუფლებაში და შეცდომას შეცდომებზე უშვებენ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა