ანა ნაცვლიშვილი - იმდენად დიდი და საშიში ნაბიჯები გადაიდგა უკან დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გზაზე, რომ ამას მოჰყვა ძალიან მძიმე შეფასებები freedom house-ის ანგარიშში

იმდენად დიდი და საშიში ნაბიჯები გადაიდგა უკან დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გზაზე, რომ ამას მოჰყვა ძალიან მძიმე შეფასებები freedom hause - ის ანგარიშში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა freedom house- ის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა ამ ანგარიშს წინ უძღოდა ასეთივე მძიმე შეფასებები აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და კრიტიკული იყო ასევე, ევროპარლამენტის დაკვეთით მომზადებული კვლევა, მნიშვნელოვანია, ამ ფონზე როგორ ემზადება ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარის შესავსებად.

„ამ წლების განმავლობაში freedom house -ის ანგარიშებში მუდმივად ფიქსირდებოდა უარყოფითი დინამიკა, მაგრამ ის რაც წლევანდელ ანგარიშშია მოცემული, მე ამას დავარქმევდი დიდ უკუსვლას. იმდენად დიდი და საშიში ნაბიჯები გადაიდგა უკან დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გზაზე, რომ ამას მოჰყვა ძალიან მძიმე შეფასებები freedom house- ის ანგარიშში, ასეთივე მძიმე შეფასებები ჩვენ უკვე ვნახეთ ევროპარლამენტის დაკვეთით მომზადებულ კვლევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ძალიან მძიმე ტერმინებით ხდება იმ ვითარების შეფასება, რაც ქვეყანაშია. ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რომლებსაც დიდი ინვესტიცია აქვთ ჩადებული იმაში, რომ საქართველო შედგეს, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, ღიად გვესაუბრებიან, როგორც ქართული სიბრძნე ამბობს, რომ მოყვარეს პირში უნდა უთხრა სათქმელი, ისინი ამ სათქმელს გვეუბნებიან. ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, რას ფიქრობს, როცა ორი კვირის შუალედში ჩამოვიდა 2 ძალიან მძიმე ანგარიში აშშ- დან და ევროკავშირის კვლევითი ცენტრიდან, ამ ფონზე, როგორ ემზადება ხელისუფლება კითხვარის შესავსებად?"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი