„საქართველოს ბანკი“ და UNDP-ი ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას იწყებენ

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ახალ პროექტს იწყებს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, ინიციატივა 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მათივე ინფორმაციით, პირველ ნაკადზე პროექტი ინოვაციური იდეებით სავსე 20 ქალ მეწარმეს უმასპინძლებს.

2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით ზოგადი და პროფესიული ცოდნა შეიძინონ, გრძელვადიანი პარტნიორები მოიძიონ და იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ.

გარდა ამისა, www.businesscourse.ge-ზე მინიმუმ 3 კურსის გავლის შემთხვევაში, გრანტის მიღების შესაძლებლობით ისარგებლონ.

„ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ წინასწარი მოკვლევების საფუძველზე, მეწარმე ქალების საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს გააერთიანებს და მათ ბიზნესის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ბიზნესუნარებისა, პროგრამა მონაწილეებს ფსიქოლოგებისა და ქოუჩების ჩართულობით პიროვნული უნარების განვითარებაშიც დაეხმარება. დარწმუნებული ვართ, პროგრამა ქალი ბენეფიციარების გაძლიერებაში და მათი საქმიანობის სამომავლო წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3jTZi6H

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო