ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და საბუღალტრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი თარმო კადაკი ქუთაისის უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ქუთაისის უნივერსიტეტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები უკვე არსებული პროგრამების განვითარებისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით განიხილეს, რომელიც ერასმუს+ მობილობას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საერთაშორისო განათლების მიღებასა და დარგობრივი მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"