გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ათი წლის თავზე ამ პოლიტიკურ ძალას მატყუარა ოცნებების პარტია უნდა ვუწოდოთ - ყოველ დღე იტყუებიან და საკუთარ მომავალს ტყუილებზე აგებენ

ათი წლის თავზე ამ პოლიტიკურ ძალას მატყუარა ოცნებების პარტია უნდა ვუწოდოთ - ყოველ დღე იტყუებიან და საკუთარ მომავალს ტყუილებზე აგებენ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის თქმით, "მატყუარა ოცნებების პარტიამ" 10 წლის იუბილე იმით აღნიშნა, რომ დიდი ტყუილში სავალუტო ფონდი ჩართო.

“ორი დღეა გეუბნებიან, რომ შემდეგი ხუთი წლის მანძილზე საქართველოში ეკონომიკა ორნიშნა ციფრით გაიზრდება. ამის დასტურად, თითქოს და, სავალუტო ფონდის რაღაც მონაცემები მოჰყავთ. სავალუტო ფონდის მონაცემები საქართველოსთვის ძალიან სამწუხაროა - საქართველოს ეკონომიკა წელს არა ორნიშნა ციფრით, არამედ 3.5% გაიზრდება. მომავალ წელს ეკონომიკა არა ორნიშნა ციფრით, არამედ მხოლოდ 5%-ით გაიზრდება. საშუალოდ 5%-ია ის საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ჩვენ უნდა ვნახოთ. ეს არის მატყუარა ოცნებების პარტიის მაგალითი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ მსოფლიოში პირველები ვართ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, “საქართველოს მთავარი პრობლემა და თავის ტკივილია კორუფცია, მიკერძოებული და კლანური სასამართლო, ადამიანის დარღვეული უფლებები და დაცლილი ქვეყანა - უკიდურესი გაჭირვების გამო ემიგრაციაში წასული ასობით ათასი ადამიანი“.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა