გიორგი რუხაძე NDI-ის კვლევაზე - ოპოზიციამ, ვერ მოახერხა უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის სწორად გაყიდვა ამომრჩეველში - „ოცნების" გზავნილი, „აბა, ომი გინდათ?“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა

ოპოზიციამ, ვერ მოახერხა აშკარა უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის სწორად გაყიდვა ამომრჩევლებში, გზავნილი ვერ მიიტანა წესიერად, - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმეტესობა, უკრაინაში ომზე საქართველოს ლიდერების საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა უკრაინის მხარდამჭერ ამომრჩეველთა დარწმუნება იმაში, რომ სანქციებთან მიერთება სწორია.

„რაც შეეხება იმას, უკრაინის მხარდაჭერის პოზიცია რამდენად ახლოსაა და ვის მომხრეებთან ახლოსაა, ჩემდა გასაკვირად სანქციების არ მიერთების მომხრეები საკმაოდ დიდი რაოდენობაა, თითქმის ნახევარია, მაგრამ უკრაინის მხარდამჭერთა რაოდენობა არის ძალიან მაღალი. ოპოზიციამ ვერ მოახერხა ამ დიდი რაოდენობით უკრაინის მხარდამჭერთა დარწმუნება იმაში, რომ სანქციებთან მიერთება არის სწორი. მე მგონია, სანქციებთან მიერთება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. სანქციებთან არ მიერთებით ჩვენ ბევრად უფრო მეტად დავზარალდებით, მათ შორის ეკონომიკურად საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ვიდრე არ მიერთებით. იმაზე საერთოდ არაფერს ვამბობ, რუსულ ბაზარზე ბმის პერსპექტივა, რა არის ქართული ეკონომიკისთვის.

პრობლემა იმაშია, რომ ოპოზიციამ, ვერ მოახერხა აშკარა უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის სწორად გაყიდვა ამომრჩევლებში. გზავნილი ვერ მიიტანა წესიერად. „ოცნების" გზავნილი, „აბა ომი გინდათ, აბა ბუჩა გინდათ“ უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ოპოზიციის გზავნილი, რომ „ახლა ჩვენ უკრაინასთან ერთად თუ არ ვიბრძოლეთ, მაშინ ჩვენ გადაგვყლაპავს რუსეთი"", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი