ანდრეი ერმაკი - თუ ემბარგო არ დაწესდება, ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი ოდენობა რუსეთის შარშანდელ შემოსავალს გადააჭარბებს

უკრაინა რუსული ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის შემოსავალი ენერგეტიკის სფეროში გასული წლის შემოსავლებს გადააჭარბებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის კუთხით ყველაზე პრიორიტეტული არის ნავთობისა და გაზის ემბარგო.

„ჩვენი ინფორმაციით, თუ ემბარგო არ დაწესდება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, [რუსეთის] ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი ოდენობა შარშანდელ შემოსავალს გადააჭარბებს“, - განაცხადა ერმაკმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, "სანქციების მთავარი მიზანია აიძულონ რუსეთი შეაჩეროს ეს საშინელი ომი".

Ukrinform-ის ინფორმაციით, 29 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო ოფისთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების გავლენას გაანალიზებს. უკრაინის მხრიდან ჯგუფს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს, ხოლო საერთაშორისო მხრიდან - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება