გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ეროვნული პრობლემა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის სახით, კომუნიკაციის არხები გვქონდეს, რისთვისაა საზოგადოება მზად და რეჟიმის შეცვლის შემდეგ რა ნაბიჯებია გადასადგმელი

მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეროვნული პრობლემა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის სახით, მაინც გვქონდეს კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებთან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამერიკულ მხარესთან დისკუსიის საგანი იყო ის, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ოპოზიცია და რაში იქნება საჭირო ქვეყნის პარტნიორების დახმარება.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამანგრეველი ეფექტის მიუხედავად, ინერციით და ჩვენი საზოგადოების დამსახურებით, ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელობა გვაქვს. ბევრად მეტი ყურადღება გვჭირდება, მაგრამ რაც გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ. ეს დელეგაცია, განსაკუთრებით სერნატორი კუნსი, დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკური ხაზის გამომხატველია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეროვნული პრობლემა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმის სახით, მაინც გვქონდეს კომუნიკაციის არხები იმის თაობაზე, რისთვისაა ქართული საზოგადოება მზად და ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ჩვენი თავისუფლება დაცული იყოს და ამის მისაღწევად პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი რა ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ, ასევე, რაში გვჭირდება პარტნიორების დახმარება - ეს იყო დისკუსიის საგანი, ამიტომ ეს ვიზიტი ობიექტურად ძალიან მნიშვნელოვანია“,- გააცხადა გიგა ბოკერიამ.

არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს