ექსპერტიზის დასკვნით, ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი შეზღუდული შერაცხადია. აღნიშნულის შესახებ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაა გაცემული. დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა.

როგორც ბრალდებულ გოგა გზირიშვილის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, აღნიშნული დასკვნა ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, თუმცა სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შესაძლოა, შემამსუბუქებელ გარემოებად გამოიყენოს.

„შეზღუდული შერაცხადი არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ დანაშაული ვერ გაეცნობიერებინა, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის იმ სტანდარტზე, რაზეც ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკაა, თუმცა ის სისხლისსამართლის პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება“, - აცხადებს ჯანჯღავა.

ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად დაურეკა.

იხილეთ ვიდეო:ექსპერტიზის დასკვნით, ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა