უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალიკა ცაავა წალენჯიხაში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალიკა ცაავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

დაღუპულის ოჯახს ახლობლებიდარიგითი მოქალაქეებისამძიმარსუცხადებენ.

„ჩამოიყვანეს ჩვენი ვაჟკაცი, ჩვენი გმირი. ვაჟკაცურად გაიზარდა. საქართველოს თავისუფლებას შეეწირა ბაბუაც, მამაც. ეს ომი არ არის მარტო უკრაინის, ეს ყველა ქვეყნის ომია… გული გვტკივა, სული გვეწვის, რომ ასეთი ვაჟკაცი დავკარგეთ“, - განაცხადა დაღუპული მებრძოლის მეზობელმა, ნანა ლუკავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

აფხაზეთიდან დევნილ დაღუპულ მებრძოლს, სავარაუდოდ, ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 40 წლის ალიკა ცაავა უკრაინაში მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანას ცდილობდა. იმავე დღეს, მასთან ერთად, ზაზა ბიწაძეც დაიღუპა.

ორივე მათგანი სამშობლოში წუხელ ჩამოასვენეს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში