უკრაინის უშიშროების სამსახური - არ ვაპირებთ ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას - შესაძლებელია, დაიხრჩოს თავისი პროპაგანდისტული საქმიანობის "პროდუქტებში”

უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას არ გეგმავს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) განცხადების თანახმად, ის მუშაობს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არც დრო აქვს და არც სურვილი „დივერსიებისთვის“, როგორიცაა რუსული პროპაგანდისტების მკვლელობა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ინტერესით შეისწავლა რუსეთის FSB-ს ეს უკანასკნელი "ფიქტიური მოხსენება", რომ მათ "გმირულად დააკავეს ნეონაცისტები", რომლებიც, სავარაუდოდ, "საზოგადოებრივი მოღვაწე" ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას SBU-ს მოთხოვნით გეგმავდნენ.

"SBU-ს ამ მხრივ მხოლოდ სამი რამ აქვს სათქმელი:

პირველ რიგში, უკრაინის უშიშროების სამსახური სისტემატიურად მუშაობს ჩვენი ერის უსაფრთხოების გაძლიერებაზე და არ აპირებს სერიოზული კომენტარი გააკეთოს რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომლებიც უბრალოდ იგონებენ თავიანთ მიღწევებს რუსული აუდიტორიისთვის.

მეორეც, სოლოვიოვი არ არის საზოგადო მოღვაწე, არამედ უბრალო პროპაგანდისტი - გებელსის რუსული ვერსია - რომელსაც უკრაინის გამარჯვების შემდეგ მოუწევს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა თავისი დანაშაულებისთვის.

მესამე, SBU არ აპირებს ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობას. ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ იმ რაოდენობის ყალბ და ანტი-უკრაინულ განწყობებს, რომლებსაც ეს ადამიანი ავრცელებს, საკმაოდ შესაძლებელია, რომ ის დაიხრჩოს თავისი დაბალი ხარისხის პროპაგანდისტული საქმიანობის „პროდუქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა