მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო ტირასპოლში მომხდარ აფეთქებაზე  - დღევანდელი ინციდენტის მიზანი უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავებისთვის საბაბის შექმნა იყო

მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში 25 აპრილს მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინციდენტის მიზანი უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გამწვავება იყო, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"დღევანდელი ინციდენტის მიზანი – შექმნილიყო საბაბი დნესტრიპსირეთის რეგიონში, რომელსაც საკონსტიტუციო ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გამწვავებისთვის. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რეინტეგრაციის ბიურო მოგიწოდებთ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად აგრძელებს სიტუაციის განვითარების მონიტორინგს", – აღნიშნული იყო მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ქალაქ ტირასპოლში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის