პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - შიშს არ უნდა ასხივებდეთ და იმას, რომ მზად ხართ, რუსეთის ერთი ფეხის დაბაკუნებაზე ორ ფეხზე დადგეთ

შიშს არ უნდა ასხივებდეთ და იმას, რომ მზად ხართ, რუსეთის ერთი ფეხის დაბაკუნებაზე ორ ფეხზე დადგეთ, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების მხარეს უნდა იყოს.

„თქვენი გაუბედავი პოლიტიკა იქნება იმის პროვოცირების საფუძველი, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოში ადვილად გაისეირნებს. ამას ახალისებთ თქვენ და არა იმას, რომ საქართველოში არავინ აპირებს თავისუფლების დათმობას. სახელმწიფოებრიობის და თავისუფლების მხარეს უნდა იყოთ. შიშს არ უნდა ასხივებდეთ და იმას, რომ მზად ხართ, რუსეთის ერთი ფეხის დაბაკუნებაზე ორ ფეხზე დადგეთ. არ მეგულება საქართველოს პარლამენტში ადამიანი, ვისაც ომი უნდა და მითუმეტეს, ომი უნდა რუსეთთან ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება