დავით უსუფაშვილი - ესპანელ სტუმარს ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ - ორი მთავარი მოთამაშე: “ბარსა” და “რეალი” ფეხბურთს ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ, ერთმანეთსაც ამტვრევენ და საქართველოსაც უკან ეწევიან

ვინაიდან სტუმარი ესპანელია, ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ ჩვენ, რომ ორი მთავარი მოთამაშე - “ბარსა” და “რეალი” ფეხბურთის მოედანზე ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს და ამ ბეისბოლის ჯოხებით ერთმანეთსაც ამტვრევენ, საზოგადოებასაც და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და ეს საქართველოს უკან ეწევა - ჩვენ ვუთხარით, რომ ველით ნატო-სგან საგანგებო ნაბიჯებს, მაგრამ მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ისინიც საქართველოსგან ელიან საგანგებო ნაბიჯებს, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა.

“ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ, სპეციალურად გაუსვა ხაზი იმას, რომ ნატო რჩება თავის პოზიციაზე, კარი ღიაა და საქართველო მათთვის არის სასურველი მომავალი წევრი. მან სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ მას პირადად და ნატო-ს წევრ ძალიან ბევრ სახელმწიფოში, აღელვებთ საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული რეფორმების ნელი ტემპი დაწყებული საქმეების ბოლომდე არ და ვერ მიყვანით, კერძოდ, მან ხაზი გაუსვა შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობას და ზოგადად ამ შეთანხმებისადმი დამოკიდებულებას. მან ძალიან ღიად და გულწრფელად გვითხრა, რომ ამის გამო გაჩნდა კითხვები, რომელზეც არგუმენტირებული პასუხები ვერ და არ იქნა მოსმენილი. ნატო რჩება საქართველოსთვის ღია და მონდომებული, რომ ჩვენ შევძლოთ ნატო-ს წევრობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია ჩვენს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ორპოლუსიანობის დასრულებაზე, რაზეც მან ისაუბრა და დემოკრატიული რეფორმების დაჩქარებაზე. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ბოლო თვეებში უკრაინაში შექმნილ ვითარებას და ამ ფონზე ალიანსის ახალი პოლიტიკის აუცილებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით მე პირადად მას ვუთხარი, რომ დადგა აუცილებლობა არამხოლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯის, წინ ინტეგრაციისთვის და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების, არამედ ნახტომისთვის წინ და მადრიდის სამიტზე. ჩვენ უნდა ვნახოთ ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება საქართველოსთან დაკავშირებით და იმ ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს და შეამოკლებს გზას წევრობამდე. შეხვედრაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნება“ რჩება და არის ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე და სურს, რომ წევრობა დაჩქარდეს.

ვინაიდან სტუმარი ესპანელია, ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ ჩვენ, რომ ორი მთავარი მოთამაშე - „ბარსა“ და „რეალი“ ფეხბურთის მოედანზე ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს და ამ ბეისბოლის ჯოხებით ერთმანეთსაც ამტვრევენ, საზოგადოებასაც და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და ეს საქართველოს უკან ეწევა - ეს არის დასამთავრებელი. დღეს შექმნილ აი, ამ საგანგებო ვითარებაში ცხადია, საგანგებო ზომებია მისაღები და ჩვენ მას ვუთხარით, რომ ველით ნატო-სგან საგანგებო ნაბიჯებს, მაგრამ მან ხაზი გაუსვა მკაფიოდ, რომ ისინიც საქართველოსგან ელიან საგანგებო ნაბიჯებს და ჩვენ ტრადიციული, პოლიტიკური იწილო-ბიწილოდან როგორღაც ამოსვლას და სერიოზულად შეხედვას სერიოზული საქმეებისადმი და დალაგებას იმისთვის, რომ ქვეყანამ ტრაგედია აიცილოს. ვისთანაც ტრაგედია ტრიალებს, მას გვერდში დაუდგეს და პოსტტრაგედიულ ვითარებაში საქართველომ უსაფრთხოებაც გაიძლიეროს, ეკონომიკური მდგომარეობაც და ყველა სხვა თვალსაზრისით წინ წავიდეს. ამას სჭირდება საგანგებო ნაბიჯები ქვეყნის შიგნითაც“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:დავით უსუფაშვილი - ესპანელ სტუმარს ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ - ორი მთავარი მოთამაშე: “ბარსა” და “რეალი” ფეხბურთს ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ, ერთმანეთსაც ამტვრევენ და საქართველოსაც უკან ეწევიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა