ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონის" ახალი ქვეშტამი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, “შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ომიკრონის" ახალი ქვეშტამი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, "შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს".

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ახალი ქვეშტამი "ომიკრონზე" რთული მიმდინარეობის არ არის.

"მუტაცია მუდმივად მიმდინარეობს, ამიტომ ეს ვარიანტი ახალი არ არის, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს შემაშფოთებელი სახელი. რაც კორონავირუსი გაჩნდა ასობით მუტაცია დაფიქსირდა, იქიდან შეშფოთების საგანი თითზე ჩამოსათვლელი გახდა. არის ამ ტიპის მუტაციები, მაგრამ ისინი შეშფოთების საგანი არ არის. არ არის რთული, ვიდრე ჩვეულებრივი "ომიკრონი",- განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ ამირან გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა