ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობა კმაყოფილებით აღნიშნეს და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებაში საპარლამენტო განზომილების დიდ როლს ხაზი გაუსვეს.

„ამ მხრივ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საქართველოში განხორციელებული ვიზიტი დადებითად შეფასდა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გამართული შეხვედრები ორი ქვეყნის კავშირებს, მათ შორის საპარლამენტო განზომილებას, უფრო განამტკიცებს.

საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას ორი ქვეყნის პარლამენტების საკომიტეტო მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

შეხვედრაზე მხარეებმა მზაობა დაადასტურეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტმა საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა