ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გასაძლიერებლად დასაქმების ფორუმი გაიმართება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიების სფეროში ქალების გაძლიერების მიზნით დასაქმების მასშტაბურ ფორუმს გამართავს. ფორუმი პროექტის „500 ქალი ტექში“ ფარგლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები მიიღებენ. ისინი წარმოადგენენ ვაკანსიებს, რომლებიც გულისხმობს დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ფრილანსერად, ასევე ადგილზე დასაქმების პერსპექტივით. შეთავაზებული ვაკანსიები ქალებს კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება პროექტს „500 ქალი ტექში“, რომლის ფარგლებშიც ფორუმი ჩატარდება, ის ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციართა გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპი: თებერვალი – ივნისი, 2022; მეორე ეტაპი: აგვისტო – დეკემბერი, 2022 და მესამე ეტაპი: დეკემბერი 2022 – აპრილი, 2023. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კარიერულ ბუთქემფში, რომელიც მათ ტექ სფეროში სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შესძენს. ბუთქემფის ფორმატში ტრენინგების თემატიკაა: ლიდერობა, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, შესავალი მეწარმეობაში, ბიზნეს კომუნიკაცია, კარიერული დაგეგმვა და Founders Gap Program. ბუთქემფის მონაწილე ბენეფიციარებთან იმუშავებენ მენტორები, რომლებიც მათ გაუწევენ კონსულტაციებს კარიერის დაგეგმვისა და შესაბამისი სამუშაოს მოძიების მიმართულებით.

ეს უკვე მეორე დასაქმების ფორუმია, რომელსაც BTU ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად ჩაატარებს. პირველად დასაქმების ფორუმი უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროექტის „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. ეს გახლდათ ტექნოლოგიების მიმართულებით 6-თვიანი გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრული კურსი 250-მდე ბენეფიციარმა, ხოლო მოკლევადიანი ტრენინგები 2500-ზე მეტმა ქალმა გაიარა. კურსის გავლის შემდეგ მათი დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.

„კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ გახდა Grace Hopper Award-ის გამარჯვებული პროგრამის ნომინაციაში, გარდა ამისა, პროექტმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე Emerging Europe საერთაშორისო საკონკურსო ნომინაციაში Future-proof Education Category ხმის უმრავლესობით გაიმარჯვა. „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“, რომელიც 3 წლის წინ დაარსდა, BTU-ში ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ფუნქციონირებს, ესენია: აშშ-ის საელჩო საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ორგანიზაცია ,,ქალები მომავლისთვის’’, ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრები Webiz და Strategeast და სხვ.

ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერება BTU-ს საქმიანობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. უნივერსიტეტი უერთდება International Girls in ICT Day-ს (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალების საერთაშორისო დღე). ეს არის დღე, რომელიც ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერებას ემსახურება და წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მას განსაკუთრებული ინიციატივებით უერთდება. International Girls in ICT Day-ს დღის აღნიშვნის იდეა ITU-ს (United Nations International Telecommunication Union) ეკუთვნის და ის მიზნად ისახავს, რომ ქალებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა გაძლიერდნენ ტექნოლოგიების მიმართულებით და კარიერული განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ სექტორში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული ტექ და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში და ამ პროცესებში ქალთა როლის გაძლიერებაზე ზრუნავს.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს