კახა კალაძე - დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მიკროავტობუსში ადგილი იყო და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა, ეს მიუღებელია - დღეისთვის, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული

დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში ადგილი იყო და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა - ეს დამოკიდებულება მძღოლების მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, მძღოლების მონიტორინგი გაგრძელდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების მხრიდან ძალიან ხშირად შემოდის წერილი და ზარები, რომ მიკროავტობუსების მძღოლები არ აჩერებენ, როდესაც მგზავრის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ გააჩეროს მიკროავტობუსი.

უნდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებებში თავისუფალი ადგილის არარსებობით, ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება. გვქონდა ასეთი შემთხვევა, მონიტორინგს ვატარებთ. იყო შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში იყო ადგილი და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა.

ეს დამოკიდებულება მძღოლების მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. გავაგრძელებთ მონიტორინგს. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მინდა მივმართო მგზავრებს: მეგობრებო, ვისაც გექნებათ ასეთი შემთხვევა, მოგვმართეთ და დაგვიკავშირდით. მერწმუნეთ, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება“, - აღნიშნავს კალაძე.

იხილეთ ვიდეო: მინდა მივმართო მგზავრებს, ვისაც გექნებათ ასეთი შემთხვევა აუცილებლად მოგვმართეთ... მერწმუნეთ, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვება

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში