თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ, მესამე ქვეყანაში გადაყვანის საკითხი განიხილეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ, მესამე ქვეყანაში გადაყვანის საკითხი განიხილეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში მკურნალობის მიზნით გადაყვანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული და ამას ადასტურებს სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფი, რომელმაც გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ძალიან კარგად ესმის რას გამოიწვევს ჩვენი ქვეყნისთვის პრეზიდენტის ციხეში გარდაცვალება და ის, რომ შეუქცევადი შედეგები შეიძლება დადგეს, ამაზე ღიად საუბრობენ სახალხო დამცველთან არსებული საექსპერტო ჯგუფის წევრები. ასევე, გადასარევად ესმით ეს რისკები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათთან კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის გონივრული შეთავაზება, რომელიც არაერთხელ გავაჟღერეთ და რომელზეც, მათ შორის ღიად საუბრობენ ჩვენი საერთშორისო პარნტიორები. ერთადერთი გონივრული გამოსავალია პრეზიდენტი სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა ჰუმანიტარული მიზნებით. ეს გადაარჩენს არამხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არამედ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კარგად ესმის რა მძიმე შედეგები დადგება ჩვენი ქვეყნისთვის, პრეზიდენტის გარდაცვალებით. ახლა უნდა ვიყენებდეთ იმ მომენტუმს და იმ შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც გაჩნდა უკრაინის დაჩქარებული ევროინტეგრაციის გამო საქართველოსთვისაც. ჩვენ, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ეს კი შეუძლებელი ხდება, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის მიზანმიმართულ მკვლელობას ვხედავთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში მკურნალობის მიზნით მისაღებად არაერთი ქვეყანაა მზად.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, საქართველოს უკრაინელი მეგობრები უკრაინის ხელისუფლებაში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არამხოლოდ ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, არამედ მისი ასეთი გაჯიუტება და არ დათანხმება გონივრულ შემოთავაზე, შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ და მხოლოდ იქიდან, რომ ის ანგარიშვალდებულია არა საკუთარ თავთან, არამედ ვლადიმერ პუტინთან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ მან ეს გონივრული ნაბიჯი უნდა გადადგას და მზაობა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მესამე ქვეყანაში მიიღონ, არაერთი სახელმწიფოს მხრიდან არსებობს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა