ამირან გამყრელიძე - მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ?  ჩემი პასუხია ერთმნიშვნელოვნად „არა“ - არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება

ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება პანდემია ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ გადაცემაში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსის გადატანა ან აცრა ორგანიზმში იმუნიტეტს მხოლოდ 6-8 თვის განმავლობაში ტოვებს და აუცილებელია „ბუსტერ“ დოზის მიღება.

„კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, ეპიდსიტუაცია დასტაბილურებულია ქვეყანაში. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, შემცირებულია. მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ, ჩემი პასუხია ერთმნიშვნელოვნად „არა“, არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს თუ როდის დასრულდება. უნდა გავითავისოთ, რომ პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის. თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მხედველობაში მაქვს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, მაშინ ამ ვირუსს ე.წ. მოდების წერტილი აღარ ექნება და პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში. ამიტომ, ძალიან გვინდა და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ცივი პერიოდი სანამ დადგება, აიცრან. აცრაც და ვირუსის გადატანაც მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს, ეს გრძელდება 6-8 თვე, ამიტომ საჭიროა გაძლიერება, რასაც „ბუსტერს“ ვეძახით. მსოფლიო მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს პანდემია დასრულებულად უნდა გამოაცხადოს, შეიძლება რესპირაციულ და გრიპოზულ ინფექციად გადაიქცეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფექცია გადატანილი ჰქონდეს, ან იყოს აცრილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, 50 წლის ზემოთ მოსახლეობაში ე.წ. მეორე ბუსტერის გაკეთება დაიწყება.

„იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭომ განიხილება და როგორც მრავალ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაშიც დიდი ალბათობით, დაიწყება მესამე აცრის შემდეგ, 50 წლის ზემოთ მოსახლეობაში ე.წ. მეორე ბუსტერის გაკეთება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ამირან გამყრელიძე - მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ?  ჩემი პასუხია ერთმნიშვნელოვნად „არა“ - არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება

ჯერჯერობით არ ჩანს, როდის დასრულდება პანდემია ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ გადაცემაში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსის გადატანა ან აცრა ორგანიზმში იმუნიტეტს მხოლოდ 6-8 თვის განმავლობაში ტოვებს და აუცილებელია „ბუსტერ“ დოზის მიღება.

„კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, ეპიდსიტუაცია დასტაბილურებულია ქვეყანაში. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, შემცირებულია. მივდივართ თუ არა პანდემიის დასრულებისკენ, ჩემი პასუხია ერთმნიშვნელოვნად „არა“, არც დასრულებულა და ჯერჯერობით არ ჩანს თუ როდის დასრულდება. უნდა გავითავისოთ, რომ პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადის. თუ აცრილი იქნება მოსახლეობის 70%, მხედველობაში მაქვს მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, მაშინ ამ ვირუსს ე.წ. მოდების წერტილი აღარ ექნება და პანდემია გადავა ენდემურ რეჟიმში. ამიტომ, ძალიან გვინდა და მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ წლის ბოლომდე, ცივი პერიოდი სანამ დადგება, აიცრან. აცრაც და ვირუსის გადატანაც მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს, ეს გრძელდება 6-8 თვე, ამიტომ საჭიროა გაძლიერება, რასაც „ბუსტერს“ ვეძახით. მსოფლიო მეცნიერება მსჯელობს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს პანდემია დასრულებულად უნდა გამოაცხადოს, შეიძლება რესპირაციულ და გრიპოზულ ინფექციად გადაიქცეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფექცია გადატანილი ჰქონდეს, ან იყოს აცრილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, 50 წლის ზემოთ მოსახლეობაში ე.წ. მეორე ბუსტერის გაკეთება დაიწყება.

„იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭომ განიხილება და როგორც მრავალ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაშიც დიდი ალბათობით, დაიწყება მესამე აცრის შემდეგ, 50 წლის ზემოთ მოსახლეობაში ე.წ. მეორე ბუსტერის გაკეთება", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო