აღმოსავლეთ ევროპაში დაგეგმილ წვრთნებში, რომლის მიზანი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, მონაწილეობას 8 000-მდე ბრიტანული ჯარისკაცი მიიღებს.
მედიის ინფორმაციით, ამ ზაფხულს ათობით ტანკი განლაგდება ქვეყნებში, დაწყებული ფინეთიდან დამთავრებული ჩრდილოეთ მაკედონიით.
ბრიტანულ ძალებს შეუერთდება ათიათასობით ჯარისკაცი ნატო-სა და „გაერთიანებული საექსპედიციო ძალების“ მოკავშირეებისგან, როგორიცაა დანია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და სხვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები დიდი ხანია დაგეგმილია, თუმცა გეგმები გაძლიერდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
მედიის ინფორმაციით, "ცივი ომის" შემდეგ სამხედრო ძალების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ განლაგებას ბრიტანეთი აპრილიდან ივნისამდე პერიოდში განახორციელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"