დავით ბაქრაძე - შეწყალება იქნებოდა ტოქსიკური თემის მოხსნა პოლიტიკიდან, რადგან მთავარი თემა, რომელიც დღეს შიდა თანამშრომლობას აფერხებს, არის დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტი

შეწყალება იქნებოდა ძალიან ტოქსიკური თემის მოხსნა ქართული შიდა პოლიტიკიდან, რადგან მთავარი თემა, რომელიც დღეს ნებისმიერ შიდა თანამშრომლობას აფერხებს, არის დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის არ ეთანხმება სალომე ზურაბიშვილს იმაში, რომ სააკაშვილის შეწყალება უფრო მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან ცნობილია, რომ ის საქართველოდან სამკურნალოდ აპირებს წასვლას. ბაქრაძე არც მმართველი გუნდის პოზიციას ეთანხმება, რომ მისი გათავისუფლება ომის დაწყებას ნიშნავს.

„თუ მისი უცხოეთში გადაყვანა მოხდა, მე საერთოდ საფრთხეს ვერ ვხედავ. პრეზიდენტი ამბობს, რომ ადამიანს უნდა უმკურნალო და ციხეში არ უნდა გარდაიცვალოს. ბუნებრივია, იქაურ ჟურნალისტებთან სხვა რამეს ვერ იტყვი. მისი შეწყალება იქნებოდა დიდი ნაბიჯი წინ შერიგებისკენ,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილთან და ზოგადად სასამართლოსთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებია ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც და მსგავსი შეფასებები აისახება ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზეც.

„ხელისუფლებას მოუწევს გააკეთოს არჩევანი, რა ურჩევნია დაქვემდებარებული და ლოიალური სასამართლო თუ ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ კითხვის წინაშე დავდგებით უახლოეს მომავალში და ევროსაბჭოს რეზოლუცია არის ერთი ნაბიჯი ამ კითხვისკენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ცივილიზებული სამყარო აბსოლუტურად ერთსულოვანია იმაში, რომ ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი სასამართლოს, ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის უფლება. ის, რომ ჩვენი მეგობრები და კოლეგები გამოხატავენ შეშფოთებას ამ უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან მძიმე შეფასება საქართველოსთვის,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა