მიხეილ სარჯველაძე - პრობლემა, რასაც ექიმები ასახელებენ, ის არის, რომ სააკაშვილი ცილას არ იღებს - ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომაა აუცილებელი უცხოეთში გადაყვანა, ამაზე გაქვთ ვინმეს პასუხი?!

პრობლემა, რასაც ექიმები ასახელებენ არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცილას არ იღებს - ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი უცხოეთში გადაყვანა?! ამაზე გაქვთ ვინმეს პასუხი?! - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელიც მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას დროს 30 აპრილის 18 საათამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს მიმართავს.

სარჯველაძე არ ელოდება, რომ ამ მიზეზით ორგანიზებულ აქციას საზოგადოების მხარდაჭერა ექნება.

"არ მგონია, ასეთი ტიპის საკითხებზე აქციების მოწყობას დიდი რესურსი ჰქონდეს ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მათ შორის, ყველაზე მთავარი რაც არის, უნდა შევხედოთ, გავაანალიზოთ, რამდენად საფუძვლიანია მოთხოვნა, რისთვისაც შეიძლება იყოს ორგანიზებული რაიმე აქცია. პროტესტის მიზეზი როცა დაუსაბუთებელია, არ მგონია, რომ მაინც და მაინც დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ მის ავტორებს და ორგანიზატორებს, რომ ამას დიდი მხარდაჭერა ექნება საზოგადოებიდან. რეალურად, სტანდარტი იმისა, რომ სერვისი უნდა იყოს მიწოდებული, ეს არსებობს, მაგრამ კონკრეტული პრობლემა, რაც არის შექმნილი ჯანმრთელობასთან მიმართებით, რასაც ასახელებენ თავად ექიმები სახალხო დამცველის კონსოლიუმიდან, არის ის, რომ ცილას არ იღებს და აქედან გამომდინარე განვითარდა რაღაც დიაგნოზები, ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი უცხოეთში გადაყვანა?! ამაზე გაქვთ ვინმეს პასუხი?!"- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო