გია ვოლსკი - არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებები არის დეზინფორმაციული, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი და იმ მოღალატეობრივ კონსპირაციაზე დამყნობილი, რაც სააკაშვილმა შექმნა

ალექსეი არესტოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადებები არის დეზინფორმაციული, საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი და იმ მოღალატეობრივ კონსპირაციაზე დამყნობილი, რაც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

არესტოვიჩის გარდა, ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს მიხაილო პოდოლიაკსაც გამოეხმაურა, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის საფუძველზე “ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ “დეოლიგარქიზაცია“ ყველა პრორუს ოლიგარქს ელის“.

ვოლსკი ირწმუნება, რომ “ჩვენ თვალ-ყურს საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინააღმდეგ შეთქმულებას ვადევნებთ, რომლის ნაწილი არიან მიხეილ სააკაშვილის გარშემო მყოფი ადამიანები, მათ შორის ისინი, ვინც უკრაინად გვმოძღვრავენ“.

ვოლსკის თქმით, ყველა ნიშანია იმისა, რომ “არსებობს “ომის პარტიის“ კონკრეტული გეგმა“.

“არესტოვიჩის სახით გარკვეული ემოციური ფსიქოტიპი ჩამოყალიბდა, რომელიც ცდილობს, ფილოსოფიური წიაღსვლების მიღმა საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები გაატაროს და უკრაინის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს თავს მოახვიოს. ხან საკუთარი სახელით საუბრობს, ხან სიტყვას “ჩვენ“ იყენებს, მაგრამ ფაქტია - ეს ამ მოღალატეობრივი შეთქმულების სისტემაზე დაფუძნებული ერთ-ერთი რესურსია. როდესაც საქართველოს წინააღმდეგ საუბრობს, საქართველოს აკრიტიკებს ან ყურადღების მიპყრობას დეზინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რასაკვირველია, ამას შეიძლება შეთქმულების ნაწილი დავარქვათ, რომლის მოთავეც არის “ნაციონალური მოძრაობა“.

არ მჯერა, რომ როდესაც უკრაინაში ამდენი სისხლი და ცრემლი იღვრება და დედაქალაქი იბომბება, პოდოლიაკი ზის, ეკა გიგაურის მოხსენებას კითხულობს და საქართველოში არსებულ რეალობაშია ჩაძიებული. გეუბნებით, ეს არის გეგმაზომიერი შეტევა საკუთარ ქვეყანაზე, რასაც “ნაცები“ აწარმოებენ და რასაც უსაფუძვლო განცხადებებით პოდოლიაკი და მისთანები მხარს უჭერენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა