„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულს და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდათ

„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას, ასევე ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მის ნათესავ ილია აბლოთიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებდა, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რის გამოც მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოყენებულიყო.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი გოგა ბოგვერაძე აცხადებდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ განხორციელდა თავდასხმა და ძალადობა და ამის შემდეგ მოხდა ბრალდებულის მხრიდან თავდამსხმელებზე რეაგირება და ის იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში. ადვოკატის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სიცოცხლე.

რაც შეეხება ილია აბლოთიას ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 8 000 ლარის ოდენობით გირაო უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან ილია აბლოთია გამოძიებასთან თავიდანვე თანამშრომლობდა და მისი მიმალვის ან მის მიერ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 2022 წლის 22 ივნისს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, გრიგოლ დოჩიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას, (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.

ილია აბლოთიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი