ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე - მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა, ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, რადგან შეზღუდული აქვს თავისუფლება, ეს ბუნებრივია

მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება. ეს ბუნებრივია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პატიმარზე საუბარს არ აპირებს და თუ რაიმე კითხვა აქვთ, შეუძლიათ პენიტენციურ სამსახურს მიმართონ.

„იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არამხოლოდ თქვენს მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ პირდაპირ, არამედ იქ არის, რომ იტყვიან, სრული კომფორტი შექმნილი პატიმრებისთვის, ნორმალური პირობები, შესანიშნავი კვება. ასე, რომ არავითარი კითხვა უნდა არსებობდეს. გასაგებია, მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება. ბუნებრივია ეს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო