ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიმპტომიანი პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი უფასოა და კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის თანხის გადახდა, დარღვევაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიმპტომიანი პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი უფასოა და თუ სადმე ამის ნიველირება ხდება, დარღვევაა.

აღნიშნულით ის „ინტერპრენიუსთან“ გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რიგ დაწესებულებებში სიმპტომიან პირებს სწრაფ ტესტში თანხას ახდევინებენ.

„ზოგადად, დღეს ტესტირება შემცირებულია, რადგანაც მოთხოვნა ნაკლებია. ჩვენ დღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა 100-200-ის ფარგლებში გვაქვს. ეს შემთხვევები, ძირითადად, სწრაფი ტესტით ვლინდება.

რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა იმ შემთხვევას აფინანსებს, რომელიც სიმპტომებით მიმდინარეობს. კორონავირუსსაც და სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსს მსგავსი კლინიკური გამოვლინება აქვთ, ამიტომ მათი დიფერენცირება ტესტირებით ხდება.

როდესაც კლინიკური სურათი სიმპტომებით მიმდინარეობს, სწრაფი ტესტი უნდა ჩატარდეს, რაც უფასო გახლავთ, მას სახელმწიფო აფინანსებს. თუ სადმე, ამის ნიველირება ხდება, მაშინ ეს დარღვევაა. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მიდის და ამბობს, რომ სიმპტომები აქვს სწრაფი ტესტი უფასო უნდა იყოს, სახელმწიფო აფინანსებს და თანხა არ უნდა გადაიხადოს“,- განმარტავს გამყრელიძე.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს