ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა - კონკურენციის სააგენტო დადებს მონიტორინგის ანგარიშს და შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ ფასებზე არ ასახულა.

„წინა პარასკევს მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს და შემდეგ კონკურენციის სააგენტოსთან შეხვედრა გვქონდა. ჩვენ საწვავის ფასებთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ ფასებზე არ ასახულა. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ, მთავრობას ექნება საშუალება, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში. ამის შემდეგ გავაკეთებთ უკვე შესაბამის დასკვნებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო