გია ვოლსკი - არ მგონია, რომ საზოგადოებაში კიდევ დარჩა ვინმე, ვისაც არ ესმის რეალობა, რომელიც შეიქმნა საქართველოში, როცა დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესები, შეთქმულებითი კონსპირაცია სააკაშვილის გარშემო არსებობს

აქციებს აანონსებენ, მაგრამ არ მგონია, რომ საზოგადოებაში კიდევ დარჩა ვინმე, ვისაც არ ესმის რეალობა, რომელიც შეიქმნა საქართველოში, როცა დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესები, შეთქმულებითი კონსპირაცია სააკაშვილის გარშემო არსებობს და მას კონკრეტული მიზნები აქვს, რაც პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, რომელიც სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობას ითხოვს, რისთვისაც ხელისუფლებას დროს დღეს 18 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.

მისი თქმით, თუ სასჯელაღსრულების სამედიცინო მომსახურება საკმარისი არ იქნება, საქართველოს გააჩნია სერიოზული პოტენციალი, რომ გამოწვევას უპასუხოს, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მსგავსი გამოწვევა შეიქმნება.

„მე აბსოლუტურად მესმის ოჯახის წევრების, აქ არის წმინდა ემოციური დამოკიდებულება, რომელიც არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რასაც სამართლის ნორმები ჰქვია, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, დანაშაულებია ჩადენილი და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებობს სამედიცინო მომსახურება, რომელიც თუკი საკმარისი არ აღმოჩნდა, საქართველოს გააჩნია სერიოზული პოტენციალი, რომ ამ გამოწვევას უპასუხოს, თუკი ასეთი გამოწვევა შეიქმნა. რაც შეეხება ოჯახის ემოციურ დამოკიდებულებას, რა დანაშაულზე, სადისტობებზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, რაც სააკაშვილს ჩადენილი აქვს, ოჯახს ვერ გაამტყუნებ ამ დამოკიდებულებისთვის.

სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა იყო ორ საკითხზე - ცილებზე და ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე, ორივეზე პატიმარს გააჩნია უარყოფითი დამოკიდებულება, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. თუ თავს ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენებთ და არ მიიღებთ რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვას გააჩნია, რასაკვირველია ცუდ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეთ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს