დავით უსუფაშვილი - საჭიროა არა პოლიტიკური სკანდალები და ხმალაობა, არამედ უკრაინასთან თანამშრომლობა - ტელეფონი, მეილი, თვითმფრინავი, რომლითაც უწყებების წარმომადგენლები იქით და აქეთ დადიან და საკითხებს აგვარებენ

ამ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური სკანდალები და პოლიტიკური ხმალაობა, არამედ შესაბამისი უწყებებს შორის თანამშრომლობა, თანამშრომლობას სჭირდება შესაბამისი ატმოსფერო, არსებობს ტელეფონი, მეილი, თვითმფრინავი, რომლითაც უწყებების წარმომადგენლები ჩადიან იქით და აქეთ და ასეთ საკითხებს აგვარებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, როცა თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ნორმალური არ არის, კეთდება ორაზროვანი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი კი ახლახან შედგა, „ისიც იმ ფონზე, რომ ოპოზიციამ ჩანთები ჩააწყო და პაპუაშვილმა მაშინ თქვა - წავიდეთო,“ მსგავსი განცხადებები უკრაინიდან იქნება და მასზე რეაგირება სათანადო უწყებებმა უნდა მოახდინონ.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით სანქციების თავის არიდებას შეეცდება და მნიშვნელოვანია უკრაინის და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა, რათა ეს საკითხები გაირკვეს.

„ეს არ არის ჩვეულებრივი კამათი, ომში მყოფი ქვეყანაა, რომელსაც ყველა მხრიდან უტევს რუსეთი, ყველა მხრიდან ცდილობს გააძლიეროს დაწოლა უკრაინაზე და მთელი მსოფლიო ცდილობს ყველა მხრიდან ჩაუკეტოს რუსეთს წვდომა გარკვეულ პროდუქციაზე. ასეთ დროს რუსეთი ბუნებრივია, ცდილობს იპოვოს ალტერნატიული გზები, საიდან? ავსტრალიის გავლით? - არა, მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით. რუსეთი შეეცდება დაარღვიოს საერთაშორისო სანქციები და ამას შეეცდება ყველგან, სადაც გაუვა, ზოგან ხელისუფლების მხარდაჭერით, ზოგან კრიმინალების მხარდაჭერით, ჩვენ ამას ნორმალურად უნდა შევხედოთ და გამოვარკვიოთ სიმართლე,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო