შალვა პაპუაშვილი - საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მოწინავე ქვეყანაა, რასაც ფაქტები ადასტურებს - საქართველოს ბეჯითი მუშაობა უნდა დაფასდეს

საქართველომ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მოწინავე ქვეყანაა, რასაც ფაქტები ადასტურებს - საქართველოს ბეჯითი მუშაობა უნდა დაფასდეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

ამავე კონტექსტში პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებასთან ერთად, ევროპული არჩევანი უკვე დიდი ხანია გაკეთებული აქვს, რისთვისაც ქართველ ხალხს დიდი საფასურის გადახდა მოუწია.

სწორედ ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე მას პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პროფესიონალურად მუშაობს.

„კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს დღეს გადაეცემა. მუშაობა მეორე ნაწილზე მიდის, რომელიც უფრო მოცულობითია. მთავარია ყველაფერი დროულად და ხარისხობრივად იქნება შესრულებული. შემდეგი ნაბიჯი არის ევროკავშირის მხარის, რათა შევსებული კითხვარის საფუძველზე ევროკავშირის კომისიამ დასკვნა წარმოადგინოს. შემდეგ უკვე საბჭომ გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა