ფინანსთა მინისტრი - სამუშაოების დიდი ნაწილი, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოს შესაძლოა დაევალოს, უკვე შესრულებულია

ევროკავშირის კითხვარის შევსებაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯები ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე - ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანას ნამდვილად არ გააჩნია, შესაბამისად, მთელი ადმინისტრაციული რესურსი არის მიმართული იმისკენ, რომ ეს სამუშაო ძალიან მაღალი ხარისხით შესრულდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოების დიდი ნაწილი, რომლის შესრულებაც, შესაძლოა, ქვეყანას შემდგომ დაევალოს, უკვე შესრულებულია და შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ „ეს პროცესი, რასაც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები ჰქვია, მომავალში კიდევ უფრო დაჩქარდება“.

„პირველ ნაწილში ეს არის ზოგადი ნაწილი. ამ ნაწილში საჯარო ფინანსების მართვა არის ერთ-ერთი მიმართულება, თუმცა უფრო დიდი მიმართულება არის სექტორული ნაწილი, რომელიც, როგორც უკვე განცხადება იქნა გაკეთებული, 13 მაისამდე, უფრო ადრე იქნება მიწოდებული.

ამ ნაწილში საქართველოს ძალიან მყარი პოზიციები აქვს. ის სამუშაოები, რომლებიც ბოლო წლებში არის განხორციელებული, ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს.

რამდენიმე მიმართულება არის - ეს არის საგადასახადო მიმართულება, საბაჟო მიმართულება, როგორც დღგ-ს, ისე აქციზის დირექტივის მიმართულებით და ჩვენ ასე ვთქვათ, გასულ წლებში ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან ამ მიმართულებით. დღგ-ს ნაწილში საქართველოს კანონმდებლობა სრულად არის ჰარმონიზებული, ასევე აქციზის ნაწილში, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივასთან პრაქტიკულად, უკვე არის ჰარმონიზებული.

2020 წელს ჩვენ ახალი საბაჟო კოდექსი მივიღეთ, რომელიც ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან სრულად არის ჰარმონიზებული და ეს ახალი ნორმები უკვე ამოქმედებულია. შესაბამისად, დიდი ნაწილი სამუშაოებისა, რომელიც შემდგომ სამუშაო პროცესში, შესაძლებელია, რომ ქვეყანას დაევალოს, შესრულებულია. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ეს პროცესი, რასაც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები ჰქვია, მომავალში კიდევ უფრო დაჩქარდება,“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო