ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკუთარი მმართველობის დროს მიღებულ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას არღვევს

­

ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მისი მმართველობის დროს მიღებულ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას თავად არღვევს.

ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, მნიშვნელოვანი, დავფიქრდეთ, რა მძიმე მოცემულობა შეიძლება დადგეს ქვეყნისთვის.

„მინდა დიმიტრი ხუნდაძეს და უმრავლესობის წევრებს მივმართო, დღეს უმრავლესობის მხრიდან მოვისმინე ძალიან მძიმე განცხადებები, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას ეხება. მე ხელში მაქვს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება 01-6/N, დავით სერგეენკოს ხელმოწერილია, რომელიც ითვალისწინებს იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცებას, რომელიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებად წარდგენის საფუძველია. არ ჩავყვები ამ ბრძანების შინაარს, მაგრამ აქ არის მუხლი მე-4, რომელშიც ჩამოთვლილია ენდოკრინოლოგიური სისტემის დაავადებები და მათ შორის, არის ის დაავადებები, რომელიც ჩამოთვლილია კონსილიუმის დასკვნაში. მაინტერესებს და მინდა უმრავლესობის ყურადღების ცენტრში მოექცეს ეს ბრძანება, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებშია მიღებული. აქ ერთ პუნქტში პირდაპირაა კუნთების ატროფია. ეს არის ის ბრძანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ირღვევა.

კარგია კითხვარი, რომ გადაეცით ნამდვილად და მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული გზა, ყველა ვთანხმდებით ამაზე, მაგრამ, როდესაც მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციაში მე-10 პუნქტში მითითებულია ის, რომ საქართველო არის პოლიტპატიმრების ქვეყანა, სამწუხაროდ, პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის იყენებს ხელისუფლება სასამართლოს, ვფიქრობ, ეს ბრძანება არის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმის, რომ დავფიქრდეთ რა მძიმე მოცემულობა შეიძლება დადგეს ძალიან მალე ქვეყნისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს