ოკუპირებულ ცხინვალში აქცია-კონცერტი სახელწოდებით „გამარჯვების დღე, არ ებრძოლოთ რუსებს“ გაიმართება

„გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით ოკუპირებულ ცხინვალში აქცია -კონცერტი სიმბოლური სახელწოდებით „გამარჯვების დღე. არ ებრძოლოთ რუსებს“ გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამმართველოს დე ფაქტო ხელმძღვანელი იგორ ტასოევი ავრცელებს.

მისი თქმით, ღონისძიება 11 მაისს 19:00 საათზე გაიმართება.

„მაყურებლის წინაშე ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან 20-მდე შემსრულებელი წარდგება. კონცერტის პროგრამაში იქნება სამხედრო-პატრიოტული სიმღერები. ასევე გაიჟღერებს ჩემი მეგობრის, ანდრეი კურიაევის კომპოზიცია - "ნუ ებრძვით რუსებს“. რაც არ უნდა იყოს, გამარჯვების დღე არავის გაუუქმებია“,- განაცხადა ტასოევმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა