გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“ - მოქალაქეებს უნდა უთხრან, რა საკანონმდებლო აქტები მიიღეს რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად

ეს კითხვა ამ არალეგიტიმურ რეჟიმთან უნდა დაისვას: რა საკანონმდებლო აქტები მიიღეს სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად - ჯერ ფორმალურად საკანონმდებლო აქტიც კი არ მიუღიათ, რის საფუძველზეც უნდა შეიზღუდოს იმ ტიპის ქმედებები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას პუტინის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ თქმა, რომ არ დაუშვებენ საქართველო სანქციების გვერდის ავლის წყარო გახდეს, საკმარისი არ არის.

„დღეს ვუსმენდით კიდევ ერთხელ პრემიერ ღარიბაშვილსა და სხვებს, დიდი პაუზის შემდეგ მათ რამდენიმე დღის წინ, როგორც იქნა ამოღერღეს, რომ არ დაუშვებენ საქართველო იქცეს სანქციების გვერდის ავლის წყაროდ ანუ შავ ხვრელად. იქამდე ამასაც კი არ იძახდნენ ფორმალურად, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის. გარდა იმისა, რომ მათ ნულოვანი ნდობა აქვთ საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი მოქალაქეებისაც. ჯერ ფორმალურად საკანონმდებლო აქტიც კი არ მიუღიათ, რის საფუძველზეც უნდა შეიზღუდოს იმ ტიპის ქმედებები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას პუტინის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად. რას გულისხმობენ, თუ არ მიიღებენ კანონქვემდებარე აქტებს, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ხელისუფლებამ, რომ არ დაუშვას სანქციების გვერდის ავლა, რაზე დაყრდნობით ზღუდავენ ამას?! პარტნიორებმა იციან ყველაფერიო, ჩვენ მოქალაქეებსაც უთხრან რა ნაბიჯებს დგამენ? კანონს მიღმა ნაბიჯებს დგამენ? მაგას გულისხმობენ? ვის სჯერა ეს ამ რეჟიმისგან, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ ეს კითხვა ამ არალეგიტიმურ რეჟიმთან უნდა დაისვას: სად არის და რა საკანონმდებლო აქტები მიიღეს სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი