გიორგი სააკაშვილი - შეიძლება გადამწყვეტი იყოს დღეები, ჩვენ არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს ვითხოვთ, საუბარია, სასჯელის გადავადებაზე - გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ

დინამიკას რომ ვუყურებთ, შეიძლება გადამწყვეტი იყოს დღეები, ჩვენ არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს არ ვითხოვთ, საუბარია, სასჯელის გადავადებაზე, გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ახლა საჭიროა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და აღნიშნულისთვის საზოგადოების გაერთიანება.

„სიტუაცია საკმაოდ მძიმე, კრიტიკულია, ვინაიდან ჩემი ძმა, დღეს უკვე სასამართლო პროცესზეც ვერ იმყოფებოდა, საკვების მიღება უჭირს, ღებულობს მარტო წყალს და დღეს ვისმენთ „ქართული ოცნების“ მესვეურებისგან, რომ არაფერი არ ხდება ისეთი, რომ ის არის ჩვეულებრივი პატიმარი, მიიღოს არაჟანი და რძე, ქილიკი მიდის ბატონი კობახიძისგან, ასევე, მესმოდა სხვა წარმომადგენლებისგან, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ოჯახისათვის, ჩვენ ვერ ავიტანთ დაცინვას, საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის საქართველოს განვითარებაში.

მე მივმართავ აბსოლუტურად ყველას - არ აქვს მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა, მიშა სააკაშვილის მომხრეა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - შემოდით, ჩვენი ოჯახის მდგომარეობაში, აქ საუბარია სიცოცხლეზე, აქ საუბარია ადამიანზე. დინამიკას რომ ვუყურებთ, შეიძლება გადამწყვეტი იყოს დღეები, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მე მოვივლი საქართველოს ყველა რეგიონს, აუცილებლად ჩავალ აქციაზე, რომელიც ბათუმში, 6 მაისსაა დაგეგმილი, ხელისუფლებას გავაგონებთ ხმას, რომ მიშა სააკაშვილი არ არის დასაკარგი, ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა გადავარჩინოთ. ასევე მივმართავ, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც, იგივე შეიძლება მოხდეს თქვენთანაც, იგივე შეიძლება განმეორდეს თითოეულ თქვენ ოჯახში, აქ არ ვითხოვთ ჩვენ არც შეწყალებას, არც მსგავს რამეს. საუბარია, სასჯელის გადავადებაზე, გავუშვათ მიშა სააკაშვილი სამკურნალოდ, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან საჭიროა. იმედი მაქვს საზოგადოების, რომ მაქსიმალურად გვერდით დაგვიდგება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო