ლევან დავითაშვილი - ჩეხეთის მთავრობა საქართველოში ვაჭრობის ხელშეწყობის  სამთავრობო სააგენტოს, CzechTrade-ის რეგიონული ოფისის გახსნას გეგმავს

ჩეხეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მუდმივად მიესალმებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას. ამ საკითხზე ვისაუბრეთ ჩეხეთის სენატის პრეზიდენტთან და აქ იყო ძალიან მიკაფიო მესიჯი, რომ ჩეხეთს სურს საქართველო იხილოს ევროკავშირში და ნატოს წევრად. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩეხეთი, მიმდინარე წელს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, როდესაც საუბარი მიდის ევროინტეგრაციაზე, აქ განიხილება კონკრეტული, პრაქტიკული შედეგები, უპირატესობები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ჩვენ ვსაუბრობთ მეტ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მეტ ინვესტიციებზე. განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, სადაც შეიძლება მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს ჩეხეთთან - ეს არის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა და ინვესტიციები ენერგოგენერაციაში, ასევე ინვესტიციები მანქანათმშენებლობაში, რაშიც ჩეხეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და დიდი გამოცდილება. ვისაუბრეთ ასევე სატრანსპორტო, ჯანდაცვის და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჩეხეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მთავრობათშორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„დარწმუნებული ვარ, ასეთი ფორმატები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ორი დღის განმავლობაში, საქართველოში იქნება ბიზნეს-ფორუმები, რომლებიც პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული თბილისსა და ბათუმში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის, ჩეხეთის მთავრობა საქართველოში ხსნის ვაჭრობის ხელშეწყობის სამთავრობო სააგენტოს, CzechTrade-ის რეგიონულ ოფისს, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას", - განაცხადა დავითაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა