დავით სააკაშვილი ხელისუფლებას - თუ არ ვენდობით ჩვენს ძალიან კვალიფიციურ ექიმებს, მაშინ მოვიწვიოთ საერთაშორისო დარგის სპეციალისტები

თუ ჩვენ არ ვენდობით ჩვენს ექიმებს, სხვათაშორის ძალიან კვალიფიციურ ექიმებს, მაშინ მოვიწვიო საერთაშორისო, ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტები, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, იყო ქილიკი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ექიმების მიერ გაკეთებული სამედიცინო დასკვნის უგულებელყოფა.

„ჩემთვის ცოტა უცნაურია სახელმწიფოს თანამდებობის პირების პოზიცია, რაც გამოიხატება მათ კომენტარებში. რა დაგემართათ, ხალხო, საერთოდ რა ხდება?! ნუთუ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის შვილები და ვართ ღვთისმოყვასი ხალხი?! ჩვენ დავინახეთ დეპრესიასთან და კვერცხის მიღებასთან დაკავშირებით ქილიკი, ღლიცინი და ექიმიების დასკვნის იგნორირება. თუ ჩვენ არ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, თუ ჩვენ არ ვენდობით ჩვენს ექიმებს, სხვათაშორის ძალიან კვალიფიციურ ექიმებს, მაშინ მოვიწვიოთ, ძალიან სასწრაფოდ ოღონდ, რადგან დრო საერთოდ არ ითმენს, - მოვიწვიოთ საერთაშორისო, ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებმაც შეიძლება, რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეამოწმონ, გადახედონ ანლიზებს, მის მდგომარეობას და იმის მიხედვით მაინც გადაწყვიტეთ რაღაც, ბატონებო“, - განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. ოჯახი 18.00 საათამდე ელოდებოდა ხელისუფლებისგან პასუხს, მზად არიან თუ არა მკურნალობის მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს