იმედა დარსალია - "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" წლების განმავლობაში იყო სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის და ცენზურის მცდელობები - ერთ „შავ სიაში“ საერთაშორისო დონის ექსპერტები და საინტერესო ადამიანები იყვნენ შესული

არხზე წლების განმავლობაში იყო სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის და ცენზურის მცდელობები, ასევე შავი სიების არსებობა - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილმა ჟურნალისტმა, იმედა დარსალიამ გადაცემა „ახალი კვირის“ დახურვის შესახებ საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სარედაქციო პოლიტიკის თანახმად, არსებობდა კონკრეტული „შავი სია“, რომელშიც შეყვანილი იყვნენ საერთაშორისო დონის ექსპერტებიც.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრობლემები წლების განმავლობაში არსებობდა და ასევე იყო საუბარი, პოლიტიკური გადაცემის დახურვის შესახებაც.

„პრობლემები, სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის და ცენზურის მცდელობები, ასევე შავი სიების არსებობა, წლების განმავლობაში იყო. გვიწევდა მუდმივად ომი ამის წინააღმდეგ. აკრძალული თემები იყო, თუმცა, ჩვენ მაინც ვაკეთებდით ამას, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ მაყურებელი არ დაზარალებულიყო. ორი წლის განმავლობაში პოლიტიკა ოფიციალურად აგვიკრძალეს, თუ არ დავთანხმდებოდი, გადაცემას დიდი ალბათობით დახურავდნენ, ამაზე რამდენიმე წლის წინ იყო საუბარი. მაშინ იძულებული ვიყავი, რომ დავთანხმებოდი, სხვა შემთხვევაში, 22-კაციანი გუნდი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩენილიყო.

იყო ძალიან ბევრი თემა, რომლის დაცენზურებასაც ცდილობდნენ. სრულიად შემთხვევით გავიგე ერთ-ერთი ჟურნალისტისგან „შავი სიების“ არსებობის შესახებ, როდესაც მკითხა, ვინ ჩაეწერა კონკრეტულ, საერთაშორისო პოლიტიკურ თემაზე. ვუთხარი, რომ თინა ხიდაშელი ჩაეწერა და მითხრა, „შენ არ იცი, თინა ხიდაშელი შავ სიაშიაო“. მე გადაწყვეტილების მიმღები არ ვიყავი, შესაბამისად, ჩემს ზურგს უკან ბევრი რამ ხდებოდა, რაც არ ვიცოდი. ერთი ჟურნალისტისთვის მომზადებულ „შავ სიაში“ ისეთი იყო, საერთაშორისო დონის ექსპერტები და საინტერესო ადამიანები იყვნენ შესული. დირექტორთან შეხვედრის შედეგად, ჩვენი ძალისხმევით, პოლიტიკა დავაბრუნეთ, ეს ყველაფერი გაგრძელდა გასული სექტემბრიდან-დეკემბრამდე და დეკემბერში დაგვხურეს.

26 ნოემბერს ეთერში გავიდა რეპორტაჟი „ალტ-ინფოს“ სახიფათო იდეოლოგიაზე. ეთერიდან გასვლის მეორე დღეს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა პირდაპირი მუქარები მოგვიძღვნეს „ფეისბუქზე“, რომ „გაგაქრობთ ამ პროფესიიდან“, „გადაცემას დაგიხურავთ“ - ამას ყურადღება არ მივაქციეთ. ზუსტად ერთ თვეში არხმა გააკეთა ის, რასაც ესენი გვპირდებოდნენ. მე არ ვიცი რა მოხდა, შეიძლება ეს დამთხვევა იყო, ზუსტად ერთ თვეში გადაცემა დახურეს, ეთერიდან მომხსნეს“, - განაცხადა იმედა დარსალიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა