პაატა მანჯგალაძე - “ქართული ოცნების“ ლიდერებს უნდა ესმოდეთ, ზუსტად ისეთივე თარგით მოექცევიან მათ, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან

“ქართული ოცნების“ ლიდერებს უნდა ესმოდეთ, ზუსტად ისეთივე თარგით მოექცევიან მათ, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მისივე შეფასებით, “ქართული ოცნების“ დეგრადაციის უმდაბლესს ხარისხზე მეტყველებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება და ქილიკი, თითქოს ის მძიმედ არ არის და თუ კვერცხსა და ხაჭოს მიიღებს, ყველაფერი კარგად იქნება“. მანჯგალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის რისკიდან გამომდინარე, აუცილებელია მისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა.

“ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. როცა ხელისუფლება შეიცვლება, სამართლიანი სასამართლოს პირობებში თუ “ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერს ციხეში მსგავსი სერვისით მომსახურება დასჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ შესაბამისი სერვისი გაუწიონ. აქ პოლიტიკური კუთვნილება, პოლიტიკური სიმპათია და ანტიპათია არაფერ შუაშია. სახელმწიფო შექმნილია იმისთვის, რომ ადამიანის სოცოცხლე და ჯანმრთელობა დაიცვას“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია