დენის შმიგალი - უკრაინამ 4.5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო

უკრაინამ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებისგან 4.5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ - მინისტრმა დენის შმიგალმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.„უკრაინამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან 4.5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მიიღო. ბოლო კვირის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი მოვიდა მსოფლიო ბანკისგან“, - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ეს არის საგრანტო დაფინანსება, რომლის დაბრუნებაც არ იქნება საჭირო.

უკრაინის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეს მათ ეხმარება ყველა სოციალური გადასახადების სრულად გადახდაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება