მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ პატიმარი ცუდ ხასიათზეა და უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ უნდა გათავისუფლდეს, რომ სახელმწიფომ განახორციელა მასზე ძალადობა და ტერორი

ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ პატიმარი ცუდ ხასიათზეა და უნდა გათავისუფლდეს, არა - იმიტომ უნდა გათავისუფლდეს, რომ სახელმწიფომ განახორციელა მასზე ძალადობა, ფსიქოლოგიური, მორალური ტერორი და ფიზიკური ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა სახელმწიფოს მხრიდანაა შექმნილი.

„კადრები გვაქვს ყველას ნანახი, თვითონ გაასაჯაროვეს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კონსილიუმის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ეს არის პოსტტრავმული სინდრომი. ჩვენი პოზიცია არის, რომ ეს არის შედეგი მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის. აქ პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან არის შექმნილი და ეს არის საერთაშორისო ნორმა, რომ როცა პატიმარი ხდება წამების ან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, დიახ, ასეთ პატიმარს ათავისუფლებენ პასუხისმგებლობისგან და გარემოს უცვლიან. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ჩვენი კანონმდებლობის თანახმად გულისხმობს იმას, რომ როცა ამოიწურება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, მიზანშეწონილობის შემთხვევაში შესაძლებელია, პასუხისმგებლობა კვლავ დაეკისროს“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ოთხი თვე ხდება რაც ციხეში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მის პირად ექიმს არ უშვებენ და ასევე „ემპათიას“ ექსპერტებიც არ არიან დაშვებული.

„ოთხი თვე ხდება პირადი ექიმი არ შეუშვიათ ციხეში და „ემპათიას“ აქვს დანიშნული ექსპერტიზა და მისი ექსპერტები არ არიან დაშვებული. როცა რატი ბრეგაძე გვეუბნება, რომ „არაფერი არ გვაქვს დასამალი და უამრავი ვიზიტი განხორციელდა“, პასუხი არ მიგვიღია, რატომ არ უშვებენ ექიმს, ხომ შეიძლება უარი მაინც დაასაბუთო. უბრალოდ არ უნდათ, რომ ვინმე შეუშვან“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო