პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, ყალბი მინდობილობების საფუძველზე, საქართველოში მოქმედი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი, მცხეთის და კასპის რაიონებში მდებარე, დაახლოებით, 500 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები მოტყუებით, მსჯავრდებულის ოჯახის წევრის სახელზე გადააფორმეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დანაშაულებრივად მოპოვებულ მიწის ნაკვეთებს ყადაღა დაედო, რითაც მსჯავრდებულს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს მისი განკარგვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ასევე, სასამართლოს განაჩენით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დაზარალებულ საწარმოს თაღლითურად დაუფლებული 1 501 787 ლარის ღირებულების დაახლოებით, 500 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები სრულად დაუბრუნდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო