ბექა დავითულიანი მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე - არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება, არც არასდროს შეეკითხება

ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ და არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება, არც არასდროს შეეკითხება,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

მისივე შეფასებით, მსგავსი განცხადებები აზიანებს მათ ინტერესებს.

„გერმანიის პრეზიდენტი არ ჩაუშვა (უკრაინაში), დაადანაშაულა რუსეთთან კოლაბორაციაში, უნგრეთზე, რომელიც ნატო- ს და ევროკავშირის წევრია, ამბობს, რომ პუტინის აგენტურაა. მესმის, რომ ომშია ეს ქვეყანა, ემოციების შეკავება უჭირთ და სჭირდებათ ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ და არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება,"- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას უპირისპირდება.

„საქართველოს მთავრობის და რა თქმა უნდა, არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს. რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს,"- განაცხადა პოდოლიაკმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად გრძნობს პოდოლიაკი ხალხის მხარდაჭერას, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დასძინა, რომ ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ივანიშვილისნაირი ოლიგარქი ჰყავდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს