ადვოკატის განცხადებით, ილია ჯიშკარიანის მიმართ “გამამართლებელი განაჩენი უპირობოდ დადგება”

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, ილია ჯიშკარიანის მიმართ “გამამართლებელი განაჩენი უპირობოდ დადგება”.

ამასთან, პროკურორის მიერ სხდომაზე წარმოთქმულ რეპლიკას ადვოკატი კომიკურს უწოდებს.

“პროკურორის რეპლიკიდან ერთი ნიუანსი იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძალიან კომიკური. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე საუბრობდა თითქოს მე, დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში ვიცრუე და ვთქვი, რომ თამთა თოდაძის სისხლი არ აღმოჩენილა მის კაბაზე. მე ვთქვი, რომ თამთა თოდაძეს არ ჰქონია სისხლმდენი ჭრილობა, თამთა თოდაძეს ჰქონდა თითზე და ხელზე ნაკწრები. სხვათა შორის, ეს ნაკაწრები მნიშვნელოვანია, მაგრამ სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თამთა თოდაძის ნაკაწრი სისხლმდენი არ ყოფილა და გამორიცხულია მას სისხლდლენა გამოეწვია. რა ჩვენება მისცეს თოდაძემ და მისმა დედამ, ნუნუ ოქროპირიძემ, სასამართლოს წინაშე რომ მეტი ტრაგიზმი წარმოაჩინოს, ამბობს, რომ თამთა სახლში რომ მივიდა ხელი სულ სისხლიანი ჰქონდაო. ეს გამიკვირდა, ბუნებრივია, ამის შესახებ თამთასაც ვკითხე და მითხრა, კი, ჩემი ხელები სისხლიანი იყოო. ვკითხე, რატომ არ დაელოდეთ პოლიციას-მეთქი და მიპასუხა, რომ მივედი ხელები დავიბანეო. ასევე ვკითხე, ხელები რატომ დაიბანე, ეს ხომ მტკიცებულება იყო-მეთქი, მითუმეტეს, დაჟინებით ითხოვდით სასწრაფოდ წავიდეთ, მტკიცებულება არ განადგურდესო. დღეს კი, პროკურორმა თქვა, თურმე ბიოლოგიურ ექსპერტიზაში ამოსულია მდედრობითი სქესის ადამიანის სისხლის კვალი. ამაზე, უბრალოდ გამეცინა, რადგანაც მსგავსი რამ არ ყოფილა. მხოლოდ ილია ჯიშკარიანის სისხლზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ეს იყო სიცრუე”,- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

რაც შეეხება თვითონ ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს, მას მედიასთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლო სხდომაზე, როდესაც მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თავისი სათქმელი გააჩნია, ამ დროს კი, პროცესი “სულ იდება და საზღვარი აღარ არის”.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო