ხატია დეკანოიძე - სად არის ექიმთა კონსილიუმი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა და მონიტორინგს უწევდა სააკაშვილის ჯანმრთელობას?! ასეთი კონსილიუმის არსებობა აუცილებელია

სად არის ექიმთა კონსილიუმი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა და მონიტორინგს უწევდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას?! ასეთი კონსილიუმის არსებობა არის აუცილებელი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მათ მოითხოვეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმების და სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების მოსმენა, მნიშვნელოვანია ეს თემაც გააქტიურდეს. მისივე თქმით, მათი მოწოდება კვლავ არის ასევე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.

დეკანოიძის შეფასებით, "ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ, ასახავს იმ პოლიტიკური განვითარების ხარისხს, რომელზეც იმყოფება ეს პარტია".

"თქვენ იცით, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ შექმნა ექიმთა კონსილიუმი მაშინ, როცა ტიკარაძე გახლდათ ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ასევე მონიტორინგს უწევდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და რომელიც არ იყო შორს არავითარ შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნასთან. მე მინდა მოვუწოდო მათ და მოვითხოვო, სად არის ეს კონსილიუმი, ასეთი კონსილიუმის არსებობა არის აუცილებელი, ამ კონსილიუმის შექმნა ევალება ჯანდაცვის სამინისტროს, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს თემა გააქტიურდეს. თქვენ იცით, რომ იმ სასესიო კვირაში პარლამენტში იქნება ჯანდაცვის მინისტრი და რაც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა